„მეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი პაპუნა ხაზალია სამგორის რაიონის გამგებელს შეხვდა
სამშენებლო დეველოპერული კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი პაპუნა ხაზალია სამგორის რაიონის გამგებელს კახა სამხარაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მიზანი, სამგორის რაიონში არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებების განხილვა გახლდათ.
კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 3 წელზე მეტია რაც აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ აქტივობაში და შესაბამისად, შეხვედრის ერთ-ერთი მიზანიც, პანდემიით გამოწვეული საჭიროებების მიხედვით, ინფორმაციის გაზიარება იყო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს, როგორც გარემოსდაცვითი და საქველმოქმედო მიმართულებებით, ასევე, ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით.