თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ქართული კულტურის ონლაინსაღამო გამართეს
7 მაისს მუსიკალური და ლიტერატურული ონლაინსაღამო მიეძღვნა ზურაბ ხაბაძის, ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის ხსოვნას.
ონლიანსაღამო თურქეთის რესპუბლიკაში ფონდის, “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” უფლებამოსილი წარმომადგენლების მერი დიასამიძისა და სოფო ბოლქვაძის ორგანიზებით და ფონდის “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” და “ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურისა და სულიერების ცენტრის” მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ფონდის “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” უფლებამოსილი წარმომადგენელი თურქეთის რესპუბლიკაში, კალიგრაფი, სელამი გუმუში. აღსანიშნავია, რომ სელამი ფონდის რიგით მეთერთმეტე უფლებამოსილი წარმომადგენელია, რომელიც ფონდის, “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელთა რიცხვს ახლახანს შეუერთდა.
ონლაინსაღამოზე საქართველოს მწერალთა კავშრის აჭარის ორგანიზაციისა და აჭარის მწერალთა სახლის მეგობრის დიპლომი გადაეცა ცნობილ მთარგმნელს, ლიტერატორს და პატრიოტ ქართველს ერეკლე დავითაძეს (ერდოღან შენოლს).
ონლაინსაღამოს ერთ-ერთი დაუვიწყარი მომენტი ნურგუზელ ქესტანეს ქართული სიმღერა იყო, გოგონა ორდუდანაა, ორდუს უნივერსიტეტის მუსიკისა და სასცენო ხელოვნების ფახულტეტის სტუდენტია და ის საოცრად მღერის ქართულად.