პოლონეთში ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთში ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა. ქართული ღვინის წარდგენას გამომცემლობის „ვინისფერა“ ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი კრაკოვიდან უძღვებოდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვა“ ორგანიზებით გამართულ დეგუსტაციაზე იმ ქართული კომპანიების ღვინოები იყო წარდგენილი, რომლებიც, დღეისათვის, პოლონეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტს არ ახორციელებენ.

დეგუსტაციაში ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდნენ იმპორტიორები პოლონეთიდან, რომელთაც 25 ქართული კომპანიის ღვინის ნიმუშები წინასწარ გაეგზავნათ. აღნიშნული ღვინოები მათ დეგუსტაციის მიმდინარეობისას დააგემოვნეს და შეაფასეს.“ – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავტცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლონეთის ღვინის ბაზარზე ახალი მწარმოებლების დამკვიდრებას.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტს 60-მდე კომპანია ახორციელებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები