პოლონეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მარტივდება
მიმდინარე წლის მაისიდან პოლონეთის მთავრობამ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.
შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის მიხედვით:
1 მაისიდან გაიხსნა სილამაზის სალონები;
4 მაისიდან გაიხსნა მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები და სტაციონარული სწავლება განახლდა I-III კლასებში;
8 მაისიდან გაიხსნება სასტუმროები (მაქსიმუმ 50%-იანი დატვირთვით);
15 მაისიდან
- მოიხსნება ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა (თუ ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მოსახლეზე შემცირდება 15-მდე);
- გაიხსნება გასტრონომიული ობიექტების გარეთა სივრცეები (ტერასები);
- ღია ცის ქვეშ არსებული კინოთეატრები (მაქსიმუმ 50% დატვირთვით);
- ჰიბრიდული სწავლება IV-VIII კლასებში;
- ღია ცის ქვეშ არსებულ სპორტულ ობიექტებში ნებადართული იქნება სივრცის მაქსიმუმ 2% დაკავება;
29 მაისიდან
- გაიხსნება რესტორნები (მაქსიმუმ 50%-იანი დატვირთვით);
- გაიხსნება კინოები და თეატრები (მაქსიმუმ 50%-იანი დატვირთვით);
- გაიხსნება ფიტნეს კლუბები და სოლარიუმები;
- ყველა მოსწავლე დაუბრუნდება სტაციონარული სწავლების რეჟიმს.