ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა და Royal Asiatic Society-ის ორგანიზებით „რუსთაველის დღე“ გაიმართა

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა და Royal Asiatic Society-ის ორგანიზებით ყოველწლიური ღონისძიება, „რუსთაველის დღე“ გაიმართა, რომელიც გახსნეს საქართველოს ელჩმა ბრიტანეთში სოფიო ქაცარავამ, ბრიტანულ-ქართული საზოგადოების დირექტორმა დავით გიგაურმა და Royal Asiatic Society-ის დირექტორმა, დოქტორ ელისონ ოტამ.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორმა, პროფესორმა გიორგი კალანდიამ წარმოადგინა მისი ახლად გამოქვეყნებული წიგნი “ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ” და ისაუბრა წიგნის შექმნის ისტორიაზე. ორწლიანი პროექტი ევროპის უდიდეს არქივებში საქართველოს შესახებ ნაკლებად ცნობილი, ან დღემდე ჯერ კიდევ შეუსწავლელი დოკუმენტების გამოქვეყნებასა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანას ისახავდა მიზნად.

„წიგნში შესული წყაროების აბსოლუტური უმრავლესობა პირველად ითარგმნა ქართულად და შემოვიდა სამეცნიერო მიმოქცევაში, იგივე ითქმის 200- მდე უნიკალურ ილუსტრაციაზე. კრებული შეადგინა გიორგი კალანდიამ, ხოლო წიგნის სამეცნიერო კონსულტანტები იყვნენ ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის და ოქსფორდის ბოდლეანის ბიბლიოთეკის თანამშრომლები.“ – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები