ლელა კუხიანიძე შვედეთში წლებია ცხოვრობს და მოღვაწეობს. მუსიკოსი და ხელოვნებათმცოდნე სტოკჰოლმში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელია. ის არაერთი საინტერესო პროექტის ავტორი და მხარდამჭერია.
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული სათვისტომო შვედეთში 2013 წელს შეიქმნა და თანამემამულეების შვედურ საზოგადოებასთან ინტეგრაციას, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, სამშობლოსთან და დიასპორასთან კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს. ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “ნერგები” და საკვირაო სკოლა. ლელა კუხიანიძე ვიდეობლოგში სათვისტომოს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
,,ვალდებულება მაქვს სამშობლოს წინაშე, არცერთი აქ მყოფი ბავშვი არ დავუკარგო საქართველოს, როცა დაბრუნდებიან არ უნდა იყვნენ გაუცხოებულები. აქ პატარა საქართველო შევქმენით და ყველაზე მეტად ეს მაბედნიერებს. უამრავი სიანტერესო გეგმა გვაქვს: მალე წიგნი გამოიცემა ჩვენს საბავშვო სტუდიაზე, რომელიც ქართულ სტამბაში იბეჭდება. ასევე შვედეთის საელჩომ გამოგვიყო პატარა მიწის ფართობი, ვაპირებთ ქართული სკვერი გავაშენოთ და ჩვენგან მომავალ თაობას დარჩეს. ბიბლიოთეკის შექმნასაც ვგეგმავთ…“
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"