აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა – ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება. ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს.

ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია.

აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები