ორჰუსში მწერალ ნინო ხარატიშვილთან გაიმართება შეხვედრა
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „LiteratureXchange“-ის ფარგლებში, „Doc Lounge Aarhus“-ის ორგანიზებითა და დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ჩართულობით, შეხვედრა გაიმართება ქართველ-გერმანელ მწერალ ნინო ხარატიშვილთან.
ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, კახაბერ შიშნიაშვილი.
შეხვედრა გერმანულ ენაზე გაიმართება და მასზე განხილულ იქნება ნინო ხარატიშვილის ლიტერატურული ნაწარმოები „მერვე სიცოცხლე“, რომელიც ახლახან დანიურ ენაზეც ითარგმნა. დისკუსია ასევე შეეხება საქართველოს ისტორიასა და კულტურას.
ღონისძიება გაიმართება ქალაქ ორჰუსში, მიმდინარე წლის 16 ივნისს, 16 საათზე. შეხვედრა მცირე მიღებით დასრულდება.