“ვუალი ანუ პირ-ბადე მავნებელია” ?!
ნიღაბი თუ პირბადე? – კონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მალევე გაჩნდა საზოგადოებაში ორი განსხვავებული მოსაზრება სამედიცინო დამცავი საშუალების სახელწოდებასთან დაკავშირებით. ნაწილი მას პირბადედ, ნაწილი კი ნიღბად მოიხსენიებდა – დისკუსია დღემდე გრძელდება. თუმცა, საინტერესოა, რომ 1897 წელს გამოქვეყნებული ამ პატარა ცნობარის მიხედვით, პირბადე დეკორატიული დანიშნულების აქსესუარი იყო, რომელსაც ქალები იყენებდნენ და იგი ხშირად თვალებსა და სახის უდიდეს ნაწილს ფარავდა. თანაც, როგორც ერთს თვალის ექიმს ჰქონდა გამოკვლეული, მისი მოხმარება ჯანმრთელობის პრობლემებსაც იწვევდა”
“ვუალი ანუ პირ-ბადე მავნებელია. ერთს თვალის ექიმს გამოუკვლევია, რომ პირ-ბადე ძლიერ მავნებელია. პირბადის ხმარებისაგან ქალებს ხშირად უსუსტდებათ თვალი, სტკივათ თავი, თავ-ბრუ ესხმებათ და გულის რევა მოსდით. ბევრსა ჰგონია ამ შემთხვევაში, სხვა რამ მიზეზებისა გამო ვართ ავადაო და ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ყველა ამის მიზეზი პირბადის ხმარებაა, რადგანაც პირბადის ხმარება ძლიერ ასუსტებს თვალებსა. განსაკუთრებით მავნებელია ისეთი პირბადე, რომელსაც შავი წინწკლები აქვს. ამ ჟამად ხომ სულ ასეთი პირბადეა ხმარებაში“ – სამეცნიერო ამბები, 1897 წელი