გასტრო ტურიზმის პოპულარიზაცია დაიწყო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტრო ტურიზმის პოპულარიზაცია დაიწყო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტრონომიის ასოციაციასთან და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად რეგიონებში გასტრონომიულ ტურებს მართავს.

პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონული სამზარეულოების გასტრონომიული მარშრუტების შექმნა და პოპულარიზება, არამატერიალური კულტურული ფასეულობების წარმოჩენა, შიდა ტურიზმის სტიმულირება და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.

“პირველი გასტრო ტური იმერეთში გაიმართა.  ტურში  20-მდე  შეფ-მზარეული, ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, გასტრო მიმართულების ბლოგერი, ინფლუენსერი მონაწილეობდა.

ტურის ფარგლებში გამოცდილმა შეფ-მზარეულები  მასპინძლებს კერძის მომზადებაში დაეხმარნენ და გაეცნენ ადგილობრივ რეცეპტებს, ხოლო შემდგომ თავიანთი ხედვით გააფორმეს კერძები სტუმრებთან წარსადგენად.” – ნათქვამია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები