ბათუმი “France 5”-ის ობიექტივში მოხვდა
პოპულარული სათავგადასავლო გადაცემის „Echappées Belles“ გადამღებმა ჯგუფმა ძველი ბათუმი და ბოტანიკური ბაღი გადაიღო. რის შემდეგაც გადაღებები ხულოში, სოფელ თაგოში გაგრძელდა.
რეიტინგული ტელეკომპანიის ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებზე 90 წუთიან გადაცემას ამზადებენ, რომლის ნახვაც მაყურებელს ივნისში შეეძლება. აჭარის გარდა გადაღებები თბილისში, მცხეთაში, ანანურში, ვარძიასა და ქუთაისში მიმდინარეობდა.