ჩინეთში, ჭეძიანგის პროვინციაში ქართული ღვინის პავილიონი გაიხსნა

24 აპრილს, საქართველოს საელჩოს პირველმა მდივანმა, შოთა აბულაძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ქალაქ იუში (ჭეძიანგის პროვინცია) ქართული ღვინის პავილიონის გახსნაში. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ჩინეთში ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანია “Qeweili”.
ამასთან, 25 აპრილს, შ. აბულაძე დაესწრო აღნიშნული კომპანიის მიერ გამართულ ბანკეტს, სადაც მიწვეულები იყვნენ ქართული ღვინის შეძენით დაინტერესებული მცირე და საშუალო მასშტაბის ჩინური კომპანიები.
შოთ აბულაძემ დამსწრე საზოგადოებას მიმართა მისასალმებელი სიტყვით, ისაუბრა ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებზე და მიიღო მონაწილეობა კომპანია “Qeweili”-ს მიერ ჩინეთის სხვა ქალაქებში (შანხაი, ჩენგტუ, ურუმჩი და სხვა) პარტნიორი-კომპანიების ავტორიზაციის ცერემონიაში.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში კომპანია თავის პარტნიორებთან ერთად, გეგმავს კიდევ რამდენიმე ქართული ღვინის სახლის გახსნას ჩინეთის მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები