ინფორმაცია თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 29 აპრილის საღამოდან სრული „ლოქდაუნი“ გამოაცხადა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ერდოღანმა თქვა, რომ იზოლაცია გაგრძელდება 17 მაისამდე. მან ასევე დასძინა, რომ შეიზღუდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა და ტრანსპორტი  50 პროცენტიანი დატვირთვით იმუშავებს.

ასევე, იზოლაციის დასრულებამდე, სკოლები დაიხურება, თუმცა შეზღუდვები არ შეეხება წარმოებისა და კვების სექტორებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები