მოკლემეტრაჟიანი ფილმების პირველი საერთაშორისო ფესტივალი ქუთაისში ჩატარდება

მოკლემეტრაჟიანი ფილმების პირველი საერთაშორისო ფესტივალი ქუთაისში 8–12 მაისს ჩატარდება.

ფესტივალის მიზანია მოკლემეტრაჟიანი კინოხელოვნების პოპულარიზება და მხარდაჭერა.

კინოფესტივალი შედგება ორი საკონკურსო პროგრამისგან: 1–5 წუთიანი და 10–30 წუთიანი ფილმები. საერთაშორისო კონკურსში მთელი მსოფლიოდან 15 მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონაწილეობს.

კონკურსის გამარჯვებული ფესტივალის მთავარი პრიზით „ოქროს დინოზავრი“ დაჯილდოვდება.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალზე ვერ ჩამოვლენ უცხოელი სტუმრები, ხოლო ჩვენებები რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება. ასევე შეზღუდულია მაყურებლის რაოდენობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები