“მთავარია სამი რამ: ნიჭი, მუშაობის უნარი და შერჩეული დარგისადმი სიყვარული” – ილია ვეკუას წერილი ახალგაზრდებს

დღეს ილია ვეკუას დაბადების დღეა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ილია ვეკუამ დაწერა „მიმართვა ახალგაზრდობისადმი“, რომელიც დღეს ჟღერს, როგორც ანდერძი და მანიფესტი – ძალიან თანამედროვედ, მნიშვნელოვნად, აქტუალურად და დამაფიქრებლად.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს მისი “ახალგაზრდობისადმი მიმართიდან”:
“…რა არის საჭირო მუშაობის წარმატების უზრუნველსაყოფად? ერთი შეხედვით, პასუხი სავსებით ნათელია: ესაა სათანადო ბუნებრივი მონაცემები, მოწოდება და მუშაობის უნარი. თუ კაცს თანდაყოლილი ნიჭი აქვს და შრომისმოყვარეა, ყოველთვის მიაღწევს წარმატებას…
მთავარია სამი რამ: ნიჭი, მუშაობის უნარი და შერჩეული დარგისადმი სიყვარული.
მინდა, ვუსურვო ჩვენს შესანიშნავ ახალგაზრდა თაობას, ვისაც მეცნიერული შემოქმედებისათვის სათანადო მონაცემები აქვს, მუდმივად თავის საყვარელ საგანზე იფიქროს და დაუღალავად იმუშაოს, იქონიოს დიდი მონდომება და შრომისუნარიანობა. მხოლოდ ამ პირობებშია წარმატება მოსალოდნელი, ამის გარეშე კი მარცხი გარდაუვალია.
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა.
საუკეთესო სურვილებით,
თქვენი ილია ვეკუა.
მარინა ვეკუა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები