მაინიჩი შიმბუნში კიდევ ერთი სტატია დაიბეჭდა ქართული სამზარეულოსა და კულტურის შესახებ

იაპონიის წამყვან გაზეთ, მაინიჩი შიმბუნში კიდევ ერთი სტატია დაიბეჭდა ქართული სამზარეულოსა და კულტურის შესახებ.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ საელჩოს ხელმძღვანელის, თეიმურაზ ლეჟავასა და შქმერულის ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანიის დირექტორის ძველმა მეგობრობამ დიდი ბიძგი მისცა შქმერულის იაპონიაში ფართოდ გავრცელებას.

შქმერული იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს – ის ჯერ “იაპონიის ჰიტად ქცეული პროდუქტების” რეიტინგში მეორე ადგილზე მოხვდა, ხოლო შემდეგ იაპონიის სწრაფი კვების ქსელის, “მაცუიას” მიერ გამართულ ონლაინ “არჩევნებში” 47,711 ხმით  გაიმარჯვა. შედეგად, შქმერული კიდევ რამდენიმე თვით “მაცუიას” 1000-მდე ფილიალის მენიუში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები