,,დაღლისა და მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან ამ ბავშვების სახით, ვესაუბრებით საქართველოს“

,,პატარა შვილების დატოვება საქართველოში მომიწია, დროებით… აქ კი ემიგრანტ ბავშვებს ვასწავლი ქართულ ენას და ვუზიარებ სამშობლოს სიყვარულს.“

ნინო ხოჯანაშვილი 2 წელია შვედეთში ცხოვრობს. სტოკჰოლმში ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული სათვისტომოს წევრი და საკვირაო სკოლის პედაგოგია. ის ემიგრანტ პატარებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მისთვის ეს საქმიანობა პროფესიაზე მეტია.

მასწავლებლობაზე პატარაობიდან ოცნებობდა, თუმცა ემიგრაციაში თუ მოუწევდა საყვარელი საქმის კეთება ვერასდროს იფიქრებდა. საკვირაო სკოლის პედაგოგობა ერთმა ფაქტმა განაპირობა…

,,პატარა შვილების დატოვება საქართველოში მომიწია, დროებით… აქ კი ემიგრანტ ბავშვებს ვასწავლი ქართულ ენას და ვუზიარებ სამშობლოს მონატრებასა და სიყვარულს. როდესაც იცი, რომ საქმის უკან, რასაც ემსახურები შენი სამშობლოა, პასუხისმგებლობა გიასმაგდება. ვცდილობ ჩემი შესაძლებლობი გავაორმაგო, დიდი სიყვარული ჩავდო, რომ პატარებს უკეთ ავუხსნა და ვასწავლო, რატომ უნდა შეითვისონ და შეიყვარონ მშობლიური ენა. პედაგოგებს დაღლისა და მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან ამ ბავშვების სახით, ვესაუბრებით საქართველოს.“

ნახეთ ნინოს ისტორია ,,მედიატორის“ რუბრიკაში ,,ემიგრანტული ამბები“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები