ქართველი პროდიუსერი ანი გეჯაძე CEE Animation Forum- ს დაესწრება
CEE Animation Forum საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც კინოპროფესიონალებს ანიმაციური პროექტების განვითარებაში ეხმარება და შესაძლებლობას აძლევს გაიზიარონ უცხოელი კოლეგების გამოცდილება.
ფორუმი აერთიანებს არაერთ საინტერესო აქტივობას, მათ შორის: პანელ დისკუსიებს, პირისპირ შეხვედრებს, ვორქშოპებს, ინდუსტრიულ დღეებს და ა.შ.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, წელს ღონისძიება 26 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით ონლაინ გაიმართება და მას ქართველი პროდიუსერი ანი გეჯაძე დაესწრება.
აღსანიშნავია, რომ სულ ახლახანს CEE Animation Forum-ის პარტნიორი გახდა საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია “საქანიმა”. თავის მხრივ ასოციაცია ფორუმზე წარსდგება დელეგაციით, სადაც ქართველი ანიმაციის რეჟისორები, პროდიუსერები და სტუდენტები შედიან.