მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ვარშავაში, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

პრიზიორთა შორისაა ბექა ლომთაძე, რომელმაც არაოლიმპიურ 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი ახმედნაბი გვარზატილოვი 9:7 დაამარცხა.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა სანდრო ამინაშვილს (86 კგ).

საქართველოს ნაკრებმა მესამე წარმატებას, მოლოდინისამებრ, მძიმე წონაში მიაღწია, ნაკრების ლიდერმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა მერვედფინალში მის მთავარ მეტოქესთან, ოლიმპიურ ჩემპიონ თურქ ტაჰა აკგულთან წაგების შემდეგ, ბრინჯაოსთვის ბრძოლა გააგრძელა. ჯერ პოლონელ მოწინააღმდეგეს გაუმკლავდა 9:0, შემდეგ კი ბრინჯაოს ფინალში ბელარუსის წარმომადგენელ იანის ხრამიანკუს მოუგო- 12:9.

ერთი დღით ადრე ასევე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები