ქოუჩინგის სკოლა – დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას

ქოუჩინგის სკოლა ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის პროექტია, რომლის დაფუძნების იდეაც ხათუნა მუზაშვილის ტრენინგ ცენტრიდან გაჩნდა. ქოუჩინგის სკოლა 1-ელ მაისს 3 წლის ხდება. 3 წლის წინ, უფრო სწორად, დიდი ხნით ადრეც ტრენინგ ცენტრი, საკუთარი რესურსით, ვეღარ უმკლავდებოდა ადამიანების იმ რაოდენობას, რომელიც ცენტრს ქოუჩინგ სესიებისთვის მიმართავდა. თანაც, როგორც თავად ხათუნა მუზაშვილი იხსენებს, არც თუ ისე ბევრ პროფესიონალს იცნობდა, რომელთანაც საკუთარ კლიენტებს სიამოვნებით გადაამისამართებდა… ამიტომ, გამოსავლის ძიებაზე აქტიურად დაიწყო ფიქრი…

(ხათუნა მუზაშვილი) -ქოუჩინგის და ტრენერობის ის სკოლები, რომლებიც მე საზღვარგარეთ გავიარე, ძალიან ბევრ რამეს მოიცავდნენ, მათ შორის: სასცენო ხელოვნებას, მეტყველებას, ეთიკას და ისეთ დეტალებს, რომლებიც მე ძალიან მომწონდა. მინდოდა, რომ ეს საქართველოშიც დანერგილიყო. ადამიანების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეკეთებინა სასწავლო პროგრამა, რომელიც გაზრდიდა პროფესიონალ ქოუჩებს და ბაზარზე არსებული მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. შემდეგ, როცა სკოლის პროგრამის შედგენა დავიწყეთ, საქართველოში არსებულ სხვა ქოუჩინგის სკოლების პროგრამებსაც გავეცანით და აღმოჩნდა, რომ ის საგნები, რომელთა სკოლაში შეტანაც მე მინდოდა და ვფიქრობდი, რომ ეს ყველა ქოუჩს უნდა სცოდნოდა, არცერთ სკოლას არ ჰქონდა. ეს იყო ზოგადი ასტროლოგია, პერსონალური ბრენდინგი, სოციალური ქსელების მართვა და ა.შ. თუმცა, წლების განმავლობაში, საჭიროებამ აჩვენა, რომ ჩვენი სურვილები – გვესწავლებინა მომავალი ქოუჩებისთვის კონკრეტული საგნები, არ ემთხვეოდა იმ ადამიანების სურვილს, რომელთაც უნდოდათ, გამხდარიყვნენ ქოუჩები.

-რა შედეგს მიაღწიეთ სკოლის დაარსებიდან 3 წლის შემდეგ და დღეს რითია გამორჩეული თქვენი ქოუჩინგის სკოლას კონკურენტებისგან?

-3 წლის თავზე ჩვენი სკოლა დაიხვეწა და საბოლოო პროგრამაც შედგა. ესაა ძირითადი მოდულები, რომლებიც გულისხმობს: NLP ქოუჩინგს; RMD კოდირების ტექნიკას; ქოუჩინგის გაკვეთილებს – მოდულს, რომელიც მოიცავს კითხვების დასმის ხელოვნებას; ეთიკას; ფსიქოლოგიის საფუძვლებს… მართალია, ქოუჩი არ არის ვალდებული, სიღრმისეულად ერკვეოდეს ფსიქოლოგიაში, თუმცა მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც 5 წუთით მაინც აბარია სხვა ადამიანების წარმატება, ვალდებულია, ვითარდებოდეს სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის, ფსიქოლოგიის. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მეტყველების მოდულიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. როდესაც ადამიანი შენთან დახმარების მისაღებად მოდის, მარ არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი ამ პროცესში. თუკი შენი მეტყველება გაუმართავია, ის კლიენტს, რომელიც ისედაც დაძაბული და საკუთარი პრობლემებით შეწუხებულია, ძალიან აღიზიანებს. შესაბამისად, ქოუჩის მეტყველება შესაძლოა გახდეს ხელის შემშლელი ფაქტორი და ადამიანმა ვერ მიიღოს შედეგი, რისთვისაც შენთან მოვიდა. ქოუჩინგის სკოლაში, ასევე, ტარდება სპიკერობის გაკვეთილები, რომლის ფარგლებშიც, მომავალი ქოუჩები სწავლობენ, თუ როგორ შეადგინონ ტრენინგი და რა არის მნიშვნელოვანი საჯარო გამოსვლისას. ასევე, გვაქვს დამატებითი მოდულები – ფსიქოსომატიკა და ადამიანების ენერგეტიკა.


ქოუჩინგის სკოლა:  https://forms.gle/dk1QAQhRn7juLgNe6


ამ ყველაფერთან ერთად, სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია პრაქტიკები, რომელთა ფარგლებშიც ქოუჩინგის სკოლის სტუდენტები ჯერ ერთმანეთთან მუშაობენ, შემდეგ თავიანთ ახლობლებთან, შემდეგ კი უკვე მე ვხდები მათი, ასე ვთქვათ, პირველი სერიოზული კლიენტი და ჩათვლით სესიას მიტარებენ. ამის შემდეგ ვაცხადებთ ე.წ. საჩუქარ სესიებს, რომლებსაც სწორედ ჩვენი ახალბედა ქოუჩები უძღვებიან.

წელს ჩვენმა კურსდამთავრებულებმა 200-ზე მეტი საჩუქარი სესია ჩაატარეს და ეს, ჩვენი სკოლის არსებობის მანძილზე, მსგავსი მასშტაბის პირველი შემთხვევა იყო. ჩემი 16-წლიანი მოღვაწეობის პრაქტიკაშიც პირველად მოხდა, როცა ჩემს სესიაზე მიღებული შედეგის გამო კი არ მიხდიდნენ ადამიანები მადლობას, არამედ იმისთვის, რომ ჩვენმა სკოლამ ასეთი ქოუჩები გაზარდა.

-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, რა სახით ფუნქციონირებს დღეს ქოუჩინგის სკოლა?

-იცით, ადრე გვეგონა, რომ ფიზიკური დასწრება აუცილებელი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ონლაინ ფორმატსაც კარგად ვერგებით. ყოველთვის ორივე ფორმატი გვქონდა – ლექციები დარბაზშიც მიმდინარეობდა და ონლაინაც, თუმცა ახლა, თითქმის, მთლიანად ონლაინ ფორმატზე ვართ გადასული. მიუხედავად ამისა, დაახლოებით, თვეში ერთხელ, როცა რეგულაციები ამის საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთს პირადად ვხვდებით, რათა უკეთ გავიცნოთ და ერთმანეთის ენერგეტიკა ვიგრძნოთ. გარდა ამისა, მე შუალედური შეხვედრები მაქვს ქოუჩინგის სკოლის სტუდენტებთან, როცა გავლილ მოდულს ვაჯამებთ. ეს მაძლევს საშუალებას, უფრო ეფექტური კომუნიკაცია ვიქონიო ჩვენს პედაგოგებთან, რომლებიც უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალები არიან, თუმცა ყოველთვის შესაძლებელია, უფრო მეტად დაიხვეწო. ასე რომ, სულ ზრდის პროცესში ვართ.

ამ 3 წლის განმავლობაში, რამდენი ადამიანი გახდა ქოუჩი, თქვენი სკოლის დახმარებით?

-ჩვენმა ქოუჩინგის სკოლამ უკვე 40-მდე ქოუჩი გაზარდა. ზოგჯერ ადამიანები იწყებენ სწავლას, მაგრამ ხვდებიან, რომ ეს მათი საქმე არ არის და სასწავლო პროცესს აღარ ასრულებენ… ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პროფესიაში. თუმცა, ყველა ქოუჩი, რომელმაც ჩვენთან სწავლა დაასრულა, უკვე შემდგარი პროფესიონალია და რასაკვირველია, ყველა მათგანს საკუთარი კლიენტები ჰყავთ. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც მე „ვარსკვლავებსაც“ დავარქმევდი.

-არიან თუ არა თქვენს კურსდამთავრებულთა რიგებში ისეთებიც, რომლებიც სწავლის დასრულების შემდგომ თქვენთან დაიტოვეთ და ქოუჩინგის სკოლაში, ტრენინგ ცენტრში ან ქოუჩინგის საერთასორისო ასოციაციაში აგრძელებენ მუშაობას?

-ზოგადად, ჩვენთან თანამშრომლობა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ჩვენ, გარკვეულწილად, მონაწილე უნდა ვიყოთ მათი დასაქმებისა და ფინანსური შემოსავლის. თუმცა, სასიხარულოა, რომ ყველა მათგანი დამოუკიდებლადაც მშვენივრად რეალიზდა და კლიენტების პრობლემაც არავის არასდროს ჰქონია. შესაბამისად, ჩვენი ჩართულობა საჭიროც კი არ გამხდარა. აღსანიშნავია, რომ ვინც ქოუჩინგის სკოლაში სწავლობს, მას შეუძლია, 1 წლის განმავლობაში, ჩვენი ტრენინგ ცენტრის ყველა ტრენინგს დაესწროს. მაგალითად, ჩვენ ვატარებთ გაყიდვების და მოლაპარაკებების ტრენინგს, რომლის წყალობითაც, ჩვენმა ახალბედა ქოუჩებმა ძალიან კარგად იციან არა მხოლოდ ის, თუ როგორ მართონ ქოუჩინგ სესია, არამედ ისიც, თუ როგორ რეალიზდნენ.

-სულ მალე სკოლას 3 წლის იუბილე შეუსრულდება. ხომ არ აპირებთ ამ დღის განსაკუთრებულად აღნიშვნას?

-დიახ, ნამდვილად გვინდა, ეს დღე საზეიმოდ აღვნიშნოთ და ძალიან სასიამოვნო სიურპრიზსაც ვუმზადებთ იმ საიუბილეო ნაკადს, რომელიც მაისში დარეგისტრირდება და ქოუჩინგის სკოლაში სწავლას დაიწყებს. სასწავლო პროგრამის სახით, მათ ელოდებათ განსხვავებული საჩუქარი-ბონუსი, რომელიც ქოუჩინგის სკოლაში აქამდე არასდროს ყოფილა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები