ჩანახატების კონკურსის „წერილები გზიდან“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პორტალმა „ქართული კვირა“  “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად დაასრულა  იუმორისტული ჩანახატების კონკურსი ემიგრანტებისთვის „წერილები გზიდან“.

კონკურსის თემა იყო „ერთხელ“.

კონკურსში მონაწილეობა  ნებისმიერ ქართველ ემიგრანტს შეეძლო.

კონკურსის მონაწილეებს მკითხველებთან ერთად კომპეტენტური ჟიური აფასებდა და ის ორ ეტაპად ჩატარდა.

პირველ ეტაპზე „ქართული კვირის“ რედაქციაში 4 საუკეთესო ჩანახატი შეირჩა და გამოქვეყნდა ჩვენს გვერდზე.

მეორე ეტაპზე კონკურსანტები შეაფასა ჟიურიმ და 2 გამარჯვებული გამოავლინა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებულები და მთავარი პრიზის, “მეტი დეველოპმენტისგან“ 15000 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერის მფლობელები ხათუნა წიქორიძე და სოფო იმერელი გახდნენ. მკითხველთა სიმპათიაც სოფო იმერელს ხვდა წილად. მათ ასევე გადაეცემათ წიგნები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისგან და სიგელები „ქართული კვირისგან“.

ასევე სიგელებითა და წიგნებით დაჯილდოვდებიან კონკურსის მეორე ტურში გასული ავტორები, სალომე გოგიაშვილი და ლელა ლაჩაშვილი.

ვულოცავთ გამარჯვებულებს და მათ, უახლოეს მომავალში, უფრო ახლოს გავაცნობთ მკითხველს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები