კონკურსის „წერილები გზიდან“ გამარჯვებულები ხვალ დასახელდებიან
პორტალი „ქართული კვირა“ “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ჩანახატების კონკურსს ემიგრანტებისთვის – „წერილები გზიდან“ მესამედ ატარებს. საკონკურსო თემაა “ერთხელ“.
კონკურსისათვის იუმორისტული ჩანახატების მიღება 20 მარტს დასრულდა, რის შემდეგაც “ქართული კვირის” რედაქციაში საუკეთესო ჩანახატები შეირჩა. კონკურსის მომდევნო ეტაპზე კი , 15 აპრილამდე, 3 გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო, რომელთაგან ერთს თქვენ, “ქართული კვირის” მკითხველები შეარჩევდით, ხოლო ორს – კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს “მეტი დეველოპმენტისგან“ ბინის შეძენისას 15 000-ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი და ეროვნული ბიბლიოთეკისგან წიგნები გადაეცემათ.
კონკურსის გამარჯვებულები ხვალ დასახელდებიან.