ბაკურ ცუცხაშვილი Google-ის ვარშავის ოფისის თანამშრომელი გახდა

ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის კურსდამთავრებული ბაკურ ცუცხაშვილი Google-ის ვარშავის ოფისის თანამშრომელი გახდა.

ბაკური Data Source Modeling-ის გუნდს, Software Engineer-ის პოზიციაზე შეუერთდა. მას კონტრაქტი 19 აპრილიდან გაუფორმდა, შესაბამისად, ის ვარშავაში უკვე გაემგზავრა.

ბაკურმა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა “თავისუფალ უნივერსიტეტში” განაგრძო, სადაც კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობდა. სწავლის პერიოდში ინფორმატიკისა და მათემატიკის მსოფლიო და ევროპის ოლიმპიადების მონაწილე და არაერთგზის გამარჯვებული გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები