საფრანგეთში მცხოვრები პატარა ქართველი ემიგრანტები დედაენის დღეს გვილოცავენ (ვიდეო)
საფრანგეთში არსებული დიასპორული ორგანიზაციის, ქართველთა კულტურის კერა “ლაზის“, პარიზის ქართული სკოლის მოსწავლეები დედაენის დღეს გვილოცავენ.
“ქართული ენის დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ვცდილობთ ყოველ წელს ვიზეიმოთ. ამ რთულ პანდემიურ პერიოდში ღონისძიების ორგანიზება კიდევ უფრო საჭირო იყო, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნანა მასწავლებელს დაუღალავი შრომისთვის და ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის, ასევე დიდი მადლობა მასწავლებლებს: ბექა ნონიაშვილი, ცირა ქირია, თეა ბარამიძე, ალეკო ჭაუჭიძე, შალვა გოგიჩაიშვილი …. და ყველა ამავე ქართული სკოლის დანარჩენ მასწავლებელს, ლალი ჯაშიაშვილი, ნანა კაპანაძე, ნანა ტორაძე, გვანცა დემეტრაშვილი განსაკუთრებული მადლობა კი ალექსანდრე შეროზიას, ასეთი ლამაზი ვიდეორგოლის შექმნისთვის რაც, არც თუ ისე ადვილი იყო დისტანციურად მოწოდებული სხვადასხვა ტელეფონებით გადაღებული ვიდეოებით.
მშობლებო, თქვენ კიდევ არაჩვეულებრივები ხართ”