საკურას ყვავილობის დღეები ბოტანიკურ ბაღში

თბილისის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებელს საკურას ყვავილობის სანახავად და იაპონური კულტურის გასაცნობად  16–18 აპრილს ეპატიჟება.

ბოტანიკურ ბაღში თქვენ დაგხვდებათ ლამაზად მოყვავილე საკურა, იაპონურ ბაღში მოეწყობა ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა იაპონურ თემაზე,  დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა საინტერესო ფაქტებს იაპონურ კულტურაზე.  გარდა ამისა, გაიმართება ბონსაის კოლექციის გამოფენა.

კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით,იაპონური ბაღის ტერიტორიაზე პირბადის ტარება აუცილებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები