15 აპრილიდან ინდოეთიდან ვიზიტორებისთვის საქართველოში შემოსვლის წესები მკაცრდება

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საქართველო ინდოეთიდან ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესებს ამკაცრებს.

ინდოეთიდან ჩამოსულმა პირებმა საზღვარზე უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი. ინდოეთიდან ჩამოსული პირები ასევე ვალდებული იქნებიან ქვეყანაში ჩამოსვლიდან მესამე დღეს განმეორებითი PCR–ტესტი გაიკეთონ.

გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, ინდოელი სტუდენტები საქართველოში ჩამოსვლას მხოლოდ ჩარტერული რეისებით შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები