Wizz Air საქართველოდან ფრენებს 18 აპრილიდან განაახლებს

ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია izz Air-ს  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს 18 აპრილიდან განაახლებს.  18 აპრილს ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისები განახლდება.

თავდაპირველად რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით კი სამომავლოდ სიხშირეების ზრდა იგეგმება.

აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაისიდან კი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისიდან რეგულარული ფრენების განახლებას რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს. ხოლო, ივნისიდან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეტაპობრივად განახლდება პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ 13 მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები