ზრუნვა თქვენს სილამაზესა და ჯანსაღ ღიმილზე   – “დენტალ ესთეტიკსის” ამბავი

სილამაზისა და სრულყოფილებისაკენ სწრაფვა, ისევე, როგორც ამ სილამაზით ტკბობა, ადამიანების ბუნებრივი მოთხოვნილებაა და ალბათ არც არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ყველას გვსურს, კარგად გამოვიყურებოდეთ, არ მივყვეთ დროის დინებას და არ მივცეთ საშუალება ემოციებს, რომ ჩვენ სახეზე ნაოჭებად განლაგდნენ – იქ მათი ადგილი არაა. 

ბუნებრივია, ვერც “ბუნებისგან ბოძებულით” ვიქნებით ყველანი კმაყოფილნი და ადამიანური ძალებით მასში ჩარევას, უკეთესობისაკენ შეცვლას ვეცდებით. დღეს სწორედ იმ ადგილის შესახებ გიყვებით, სადაც პროფესიონალთა გუნდი თქვენს სილამაზესა და ჯანსაღ, თვალისმომჭრელ ღიმილზე ზრუნავს. 

“დენტალ ესთეტიკსი” 2017 წელს, პროფესიით ორთოდონტმა ეკა ბუხრაშვილმა დააფუძნა და დღეისათვის ესთეტიკური მედიცინისა და სტომატოლოგიის თითქმის ყველა მიმართულებას აერთიანებს.

“კლინიკა 2017 წელს შეიქმნა და თავიდანვე აერთიანებდა ორივე მიმართულებას, თუმცა გარკვეული პროფილის ექიმები მოგვიანებით შემოუერთდნენ გუნდს.  ახლა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სტომატოლოგიური მომსახურების ყველა მიმართულებას ვფარავთ, მათ შორის იმპლანტოლოგიასა და პაროდონტოლოგიასაც, თუმცა, ალბათ ცალკე უნდა ვახსენოთ ორთოდონტია, რადგან დაარსების დღიდან მოყოლებული დღემდე ყველაზე მეტი პაციენტი, რომელთა რიცხვი უკვე რამდენიმე ასეულია, კლინიკაში ორთოდონტიულ მკურნალობას გადის,” – ამბობს “ქართულ კვირასთან” საუბარში “დენტალ ესთეტიკსის” დამფუძნებელი და ამავე კლინიკის პრაქტიკოსი ექიმი, ეკა ბუხრაშვილი. 

ორთოდონტია ანუ ყბა-სახისა და თანკბილვის სისტემის ანომალიების მკურნალობა სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ბრეკეტებითა და სხვა საჭირო საშუალებებით მკურნალობის მეთოდს. იმისათვის, რომ ნებისმიერი ტიპის ჩარევა ეფექტურ იყოს, მთავარია, სწორ ადგილას მოხვდეთ –  როგორც “დენტალ ესთეტიკსის” ასეულობით კმაყოფილი მომხმარებელი მოწმობს, ეს კლინიკა სწორედ  ამგვარი ადგილია. 

“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი პაციენტები ჩვენი კლინიკის მთავარი სავიზიტო ბარათია და მთავარი ჯილდოც ჩვენ მიერ გაწეული შრომისათვის. პირადად მე და ჩემი გუნდი მუდამ მზად ვართ, კვალიფიციური და პროფესიონალური მომსახურება გავუწიოთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თავის ჯანმრთელობასა და სილამაზეს გვანდობს.” 

პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდი “დენტალ ესთეტიკსის” ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა. უახლესი აპარატურით აღჭურვილ, თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მყოფ სივრცეში, გამოცდილი პერსონალი მუდამ მზადაა პაციენტის მისაღებად. 

“დენტალ ესთეტიკსი” ამ ეტაპზე პაციენტებს სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებებს სთავაზობს: ორთოდონტია, მოზრდილთა და ბავშვთა თერაპიული მკურნალობა, მოზრდილთა და ბავშვთა ქირურგია, ორთოპედია, იმპლანტოლოგია, პაროდონტოლოგია და ესთეტიკური სტომატოლოგია არასრული ჩამონათვალია იმ სფეროებისა, რომელსაც კლინიკის მომსახურება მოიცავს. 

კლინიკის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულება კი ესთეტიკური მედიცინაა:  

“საკმაოდ ვრცელია ესთეტიკურ მედიცინაში ჩვენი მომსახურებების ჩამონათვალიც, იქნება ეს სახის ნაკვთების მოდელირებისა თუ სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი პროცედურები: სახის, ცხვირის, ტუჩის მოდელირება, ნაოჭების გასწორება, პლაზმოლიფტინგი, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, ასევე სხვადასხვა ტიპის ეპილაცია და მიკრობლეიდინგის პროცედურები. შემოდგომაზე უკვე გავაფართოვებთ სფეროს და დავამატებთ სხვადასხვა მომსახურებას.”

ყველა ეს პროცედურა პაციენტებს სილამაზის შექმნასა და შენარჩუნებაში ეხმარება და დროთა განმავლობაში ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. 

მიუხედავად მრავალწლიანი მსოფლიო გამოცდილებისა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ინექციური პროცედურების მიმართ, რაც პირველ რიგში ინფორმაციის ნაკლებობას უნდა მივაწეროთ – ესთეტიკური მედიცინა უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და თუკი მისით სარგებლობა გსურთ, ორ აუცილებელ ფაქტორს უნდა მიაქციოთ ყურადღება  – ექიმის გამოცდილებასა და პროდუქტის ხარისხს. “დენტალ ესთეტიკსი” სწორედ რომ ამ ორი ფაქტორის სინთეზის ადგილია. 

“ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ბევრმა თვითნასწავლმა ადამიანმა დაიწყო ამ პროცედურების კეთება. ესთეტიკური მედიცინის სფეროში ექიმის გამოცდილება და პროფესიონალიზმი უმნიშვნელოვანესია  და მასში დილეტანტების ჩარევა ყოვლად წარმოუდგენელია. მეორე უმთავრესი ფაქტორი პრეპარატის ხარისხია და აქაც დიდ პრობლემას ვაწყდებით – ონალინგაყიდვების ვებ-გვერდებზე არასერტიფიცირებული პრეპარატების ფართო არჩევანია, რომელთა შემადგენლობა და ხარისხი არავის მიერ არაა გამოკვლეული და შესაბამისად, მსგავსი პრეპარატების გამოყენება გარკვეულწილად საფრთხის შემცველია. მინდა, ვურჩიო ესთეტიკური მედიცინის მომხმარებლებს, აუცილებლად გაითვალისწინონ პროცედურების ჩატარებისას, რომ ექიმი უნდა იყოს ლიცენზირებული, ხოლო პრეპარატი ოფიციალურად რეგისტრირებული კომპანიისაგან მოწოდებული.”

როგორც უკვე ვთქვით, “დენტალ ესთეტიკსში” ეს ორი ფაქტორი ურთიერთპარალელურად არსებობენ – ერთი მხრივ, პროცედურებს გამოცდილი, სერტიფიცირებული ექიმი-კომესტოლოგი ატარებს, ხოლო, მეორე მხრივ, იყენებს მხოლოდ და მხოლოდ ლიცენზირებულ, მსოფლიო ორგანიზაციების მიერ აღიარებულ და რეკომენდირებულ პრეპარატებს, რომლებსაც გავლილი აქვს FDA სერტიფიცირება.

პანდემიური კრიზისი, რომელიც ბევრი საქმიანობისათვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა, კლინიკის გუნდმა უკვე გადალახა და განახლებული ენერგიით აგრძელებს საქმიანობას გარემოში, რომელიც ყველაფერთან ერთად სრულ შესაბამისობაშია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებთან, კლინიკური პერსონალი რეგულარულად მოწმდება კოვიდ19-ზე, რათა ყველა პაციენტი უსაფრთხო გარემოში მიიღოს. 

მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასები, უსაფრთხო გარემო და პროფესიონალთა გუნდი – სწორედ ეს განაპირობებს 4 წლის წინ დაარსებული კლინიკის მუდმივად მზარდ წარმატებას. გუნდის გეგმებში კვლავ ზრდაა – შემოდგომაზე “დენტალ ესთეტიკსი” ფილიალების გახსნას გეგმავს. კლინიკის გუნდი რეგულარულ გადამზადებას გადის, რათა არ ჩამორჩეს იმ სიახლეებს, რომლებიც მუდმივადაა როგორც სტომატოლოგიის, ასევე ესთეტიკური მედიცინის სფეროში.

აუწყო ფეხი თანამედროვე მოთხოვნებს და პაციენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება შესთავაზო, ნებისმიერი კლინიკის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევაა, რომელსაც “დენტალ ესთეტიკსი” ყოველთვის სათანადოდ პასუხობს. 

ავტორი: თამუნა ზარანდია 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები