მეხიკოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ მეხიკოში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავს.
საელჩოს წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს თანამემამულეებს და ისაუბრეს ეროვნული მოძრაობის გმირებზე, 1989 წლის 9 აპრილის, 1991 წლის 31 მარტისა და 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე.
საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თამარ გამილაღდიშვილი-გაგუამ სტუმრებს გააცნო საქართველოს საგარეო უწყებისა და მექსიკაში დიპლომატიური წარმომადგენლობის სამომავლო გეგმები, მათ შორის – იდალგოს საერთაშორისო ფესტივალში, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის მონაწილეობის პროგრამა ა.წ. 23 აპრილიდან 30 აპრილამდე, სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალსა და გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე მონაწილეობის გეგმები და ა.შ.
შეხვედრის დასასრულს, საელჩოს წარმომადგენლებმა თანამემამულეებს მოკლედ გააცნეს მექსიკაში, რეგიონსა და საქართველოში მიმდინარე პროცესები, ასევე – საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორულ პროექტებზე გამოცხადებული მორიგი საგრანტო კონკურსი, რომელიც 5 მაისამდე გაგრძელდება.