1851 წლის 12 აპრილს თბილისში ოპერის თეატრი გაიხსნა

170 წლის წინათ, 1851 წლის 12 აპრილს, თბილისში ოპერის თეატრი გაიხსნა.

ილუსტრაციები ფრანგული ჟურნალიდან „L’illustration Journal Universel“.

1851 წლის 25 ოქტომბერი. ილუსტრაციები ახლავს ფრანგი დიპლომატის, ედმონდ დე ბარერეს სტატიას ოპერის თეატრის გახსნასთან დაკავშირებით.

თეატრი, რომელიც 700 მაყურებელს იტევდა, მდებარეობდა თბილისში, დღევანდელი თავისუფლების მოედანზე. შენობა იტალიელმა არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ დააპროექტა, ინტერიერი კი მხატვარმა გრიგორი გაგარინმა გააფორმა. შენობა 1874 წლის 11 ოქტომბერს ხანძარმა გაანადგურა.

„L’illustration Journal Universel“ დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

წყარო: საქართველოს ეროვნულ არქივი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები