ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ შვეიცარიაში ტურნირი წყვილთა თანრიგში მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ყაზახ ანა დანილინასთან წყვილში შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში გამართული  ITF-ს სერიის ტურნირი მოიგო.

ფინალში ქართულ-ყაზახურმა დუეტმა ორ სეტში  რებეკა მარინო (კანადა)/იუკი ნაიტოს (იაპონია) წყვილს – 7:5, 6:3 მოუგო. ტურნირის განმავლობაში გორგოძე-დანილინას წყვილმა მეტოქეებს არც ერთი სეტი არ დაუთმო.

ეკატერინე გორგოძისთვის ეს  2021 წელს პირველი მოგებული ტიტულია, ზოგადად ITF-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე მას ჯამში 28 ტიტული აქვს მოპოვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები