საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, ავთანდილ ასათიანის გუნდმა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საფრანგეთის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 3:2 და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშის უფლება მოიპოვა.
ქართული ნაკრები 12 აპრილს მომდევნო მატჩს გამართავს რუსეთის გუნდის წინააღდეგ.