ანდრია დადიანის ჭადრაკი ზუგდიდის მუზეუმში

დაფაზე აღბეჭდილია პოზიცია დადიანი – ანტუან გუჯუს პარტიიდან. გუჯუ 1883 წლის პარიზში გამართული ეროვნული ტურნირის მესამე პრიზიორია.

ამ ტურნირის გამარჯვებული ალბერტ კლერკი ანდრიამ 1882 წელს მატჩში დაამარცხა: 5-0! 1903 წელს ჩიგორინთან კონფლიქტის შემდეგ დადიანს ჭორი აუგორეს, პარტიებს ყიდულობდაო. ცნობისათვის კლერკი იმ დროის საფრანგეთის ერთ-ერთი ძლიერი მოჭადრაკე და ამავე დროს შეძლებული პიროვნება იყო. სამსახურებრივი კარიერის მიწურულს ის პარიზის სააპელაციო სასამართლოს საპატიო მრჩეველი გახლდათ. კლერკი საფრანგეთის პრეზიდენტის ჟიულ გრევის ახლო მეგობარი იყო.

არსებობს ბევრი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ანდრიას მიერ რამდენიმე ცნობილი მაესტროსადმი გაწეულ დახმარებას, თუმცა არცერთთან მას ჭადრაკი არ უთამაშია.

1903 წლის დადიანი-ჩიგორინის კონფლიქტის ამბავი აკაკი წერეთელსაც ცოდნია, რაც 1904 წელს „ივერია“-ში გამოქვეყნებული მისი ფელეტონიდან ჩანს. მან კოტე მესხი გააკრიტიკა, ის რუსეთის იმ დროის ყველაზე ცნობილ მოჭადრაკეს შეადარა და მას „კულისების ჩიგორინი“ უწოდა.

წყარო: ფოტო ამბები • Photo Stories

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები