საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ
როგორც საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია წერს, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ .
“ისრაელთან ხელმოწერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურები დასრულდა და საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება.
ისრაელში ერთი წლით დასაქმების მსურველმა პირველადი რეგისტრაცია ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge უნდა გაიაროს. ყველა კითხვაზე გიპასუხებენ ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე. პროგრამა საპილოტეა და პირველ ეტაპზე მოხუცებულთა სახლებში დასაქმებას ითვალისწინებს.იმედი მაქვს, კოვიდის დასრულების შემდეგ, ტურისტულ და სხვა სფეროებსაც მოვიცავთ” – წერს ლაშა ჟვანია