16-წლიანი გამოცდილება და უნიკალური შეთავაზებები – „ხათუნა მუზაშვილის ტრენინგ ცენტრი“

თუკი მოტივაციის, წარმატების, ტრენინგების და ზოგადად, ცხოვრების გაუმჯობესების შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას რომელიმე საძიებო სისტემაში ქართულად დაძებნით ან მეგობრებში გაიკითხავთ, ამ კითხვა-კითხვით ბოლოს „ხათუნა მუზაშვილის ტრენინგ ცენტრში“ აღმოჩნდებით. ეს საქართველოში პირველი ფსიქოლოგიური ტრენინგ ცენტრია, მრავალწლიანი გამოცდილებით და უნიკალური სერვისებით, რომლებიც მას ყველა კონკურენტისგან გამოარჩევს. რაც მთავარია, ამ წარმატების ისტორიის უკან ბევრი ისეთი ადამიანია, რომელმაც საკუთარი თუ სხვების ცხოვრება შეცვალა. 

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 16 წლის წინ ხათუნა მუზაშვილმა საქართველოში პირველად ნორბეკოვის სისტემის ტრენინგი ჩაატარა და მიხვდა, რომ ეს იყო ის საქმე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ეკეთებინა. როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი მოტივაცია იმ საინტერესო საზოგადოების გაცნობა იყო, რომელიც ტრენინგებს ესწრებოდა.

ხათუნა მუზაშვილი: ყოველთვის მინდოდა, იმ ადამიანების წრეში მეტრიალა, რომლებიც მიზეზებს კი არ ეძებენ,  ეძებენ გზებს, თუ როგორ მიაღწიონ თავიანთ მიზანს. ყველაზე მარტივი გზა, რომ ეს ადამიანები თავად მოსულიყვნენ ჩემამდე, ტრენინგ ცენტრი აღმოჩნდა. მაშინ ამდენი არ მიფიქრია, თუმცა ფაქტია, მსიამოვნებდა იმ საზოგადოებაში ყოფნა, რომელიც თვლის, რომ საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად საკუთარი თავი უნდა შეცვალოს. თანაც, ყოველთვის ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა, როცა ხარისხიანი ტრენინგის შემდეგ ადამიანი გაბრწყინებული და ბედნიერი მიდიოდა სახლში, როცა უამრავ მადლობას ვიღებდი იმის გამო, რომ მათი ცხოვრება შეიცვალა. ეს ყველაფერი ღირს იმ ძალისხმევად, რომელიც ამ ტრენინგ ცენტრში ჩავდე.

-ალბათ, 16 წლის წინ არ გექნებოდათ საკმარისი გამოცდილება, რათა ნულიდან დაგეწყოთ ბიზნესი. თანაც, ეს მიმართულება საქართველოსთვის მაშინ არა მხოლოდ სიახლეს წარმოადგენდა, არამედ სწორედ თქვენი ტრენინგ ცენტრი იყო პირველი ფსიქოლოგიური ტრენინგ ცენტრი საქართველოში. ამიტომ საინტერესოა, როგორ გაიარეთ ეს გზა, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდით როგორ შეძელით თქვენი სტარტაპის განვითარება?

-გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ისეთი აზარტული იყო, რომ სირთულეს ნამდვილად ვერ დავარქმევ. როცა პირველად იწყებ და თან არ იცი, როგორ უნდა აკეთო, ძირითადად, უფრო მეტის მოლოდინი გაქვს. ცხადია, ბიზნესის კუთხით, ფინანსური მხარე არ იყო ისეთი, როგორიც შეიძლება გვსურდა, მაგრამ მთავარი აქცენტი ყოველთვის ხარისხზე გვქონდა გადატანილი. ეს კი ამართლებდა და ჩვენი ტრენინგ ცენტრით მადლიერი კლიენტები არსებობა სტიმულს გვაძლევდა, უფრო მეტად წავსულიყავით წინ.

თავიდან ტრენინგებისთვის ფართებს საათობრივად ვქირაობდით, შემდეგ უფრო დიდ ფართებს შევწვდით, შემდეგ უფრო პრესტიჟულ უბანში გადავინაცვლეთ და ასე თანდათან გავფართოვდით კიდეც. ვამაყობ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ძალიან ძლიერი ტრენერები მოვიწვიეთ და ძალიან სერიოზული მასტერკლასები ჩავატარეთ. თუკი ვინმეს დააინტერესებს, პრაქტიკული მაგალითისთვის, ფინანსური მხრიდან რომ შევხედოთ, ადამიანებისთვის ტრენინგი გვიჩუქნია კიდეც, რომელიც, სიმბოლურად, 1 დოლარი ღირდა და ჩაგვიტარებია საერთაშორისო დონეზე სერტიფიცირებული ტრენინგები, რომელშიც ადამიანებს 2 ათასი დოლარი გადაუხდიათ. მთელი ეს გზა ძალიან მრავალფეროვანი იყო და შესაბამისად, ჩვენი შეთავაზებებიც ასეთი გახლდათ.

1 წლის წინ ჩვენი ტრენინგცენტრი ონლაინ მუშაობაზე გადავიდა და დისტანციურად ვატარებდით სესიებსა თუ ტრენინგებს. ამჟამად შერეული რეჟიმით ვმუშაობთ და მსურველს ცენტრში მოსვლაც შეუძლია და ონლაინ დასწრებაც.

ხათუნა მუზაშვილი

-სახელზეც მინდა, გკითხოთ. რატომ „ხათუნა მუზაშვილის ტრენინგ ცენტრი“? მხოლოდ თქვენ ატარებთ ტრენინგებს?

 -ტრენინგ ცენტრის ფუნქციონირება მე და ჩემმა პარტნიორმა დავიწყეთ და შემდეგ გავიყავით. მანამდე სოციალურ ქსელში სწორედ ამ სახელით დავარეგისტრირეთ გვერდი და შემდეგ სახელის გადარქმევა ვერ მოხერხდა. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ამ ტრენინგს ადამიანები ჩემით იცნობდნენ, ეს სახელი შემოგვრჩა. ეს არის და ეს. სიმართლე რომ გითხრათ, სიამოვნებით გადავარქმევდი სახელს.

ცხადია, ტრენინგებს მხოლოდ მე არ ვატარებ. მე ნორბეკოვის საავტორო და ჩემს პირად საავტორო ხაზს წარმოვადგენ. ჩემ გარდა, აქ არაერთი კვალიფიციური, პროფესიონალი ქოუჩი თუ ტრენერია. ჩვენ გახსნილი ვართ ყველა საინტერესო ტრენერისთვის და შეგვიძლია, მათ რეალიზებაში დავეხმაროთ. საერთოდ არ არის აუცილებელი, რომელიმე მათგანი ჩვენს რომელიმე პროდუქტს წარმოადგენდეს, მთავარია, საინტერესო ტრენერი იყოს. ჩვენ მზად ვართ, მას გვერდით დავუდგეთ.

-რას სთავაზობს „ხათუნა მუზაშვილის ტრენინგ ცენტრი“ საზოგადოებას და რითი გამოირჩევა ის კონკურენტებისგან?

-ჩვენი მთავარი ნიშა, პირველ რიგში, ნორბეკოვის სისტემაა, რომელიც მხოლოდ ჩვენს ცენტრშია ხელმისაწვდომი. აგრეთვე, გვაქვს ჩემი საავტორო ხაზი, ქალთა ტრენინგების სერია – „ქალთა კურსი“ – როგორ იპოვონ საკუთარი თავი, როგორ რეალიზდნენ, როგორ დაალაგონ ურთიერთობა საპირისპირო სქესთან და ა.შ.

მკითხველისთვის ერთ სიახლესაც გაგიმხელთ – „ქალთა კურსის“ სერია მაისის ბოლოს ციფრულ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი. ეს ჯერ არ გაგვიკეთებია და იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი აღმოჩნდება. აგრეთვე, გვაქვს კორპორატიული ტრენინგები: სამოტივაციო ტრენინგები უშუალოდ გუნდურობის გასამყარებლად, ასევე, გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ტრენინგი და ის ტრენინგები, რომლებიც შეიძლება დასჭირდეთ მცირე ბიზნესის მფლობელებს ან დიდ კომპანიებს თავიანთი თანამშრომლებისთვის.

გარდა ამისა, გვაქვს კიდევ ერთი მიმართულება – ქოუჩინგის სკოლა. ეს „ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის“ პროდუქტია, რომელიც, ასევე, ჩვენი ტრენინგ ცენტრიდან დაიწყო. აქ ადამიანებს შეუძლიათ შეისწავლონ ქოუჩინგი, გახდნენ ქოუჩები და რეალიზდნენ ამ მიმართულებით.

-თქვენ საუბრობთ იმაზე, თუ რას აძლევს ეს ტრენინგები მომხმარებელს, თუმცა საინტერესოა, თავად თქვენ რა მოგცათ ტრენინგ ცენტრმა და ამ 16-მა წელიწადმა?

-ტრენინგ ცენტრი იყო პირველი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში, გამტკიცებული რწმენით, რომ ადამიანს მართლაც შეუძლია ყველაფერი, რასაც მოინდომებს. ამიტომ გადავწყვიტე, მაშინვე დამეწყო ამის გაკეთება. როცა გადაწყვეტილება რწმენას ეფუძნება და შენი გონების თითოეული უჯრედით დარწმუნებული ხარ, რისი გაკეთება გსურს, ისე იწყებ მიზნისკენ მიმავალ გზაზე სიარულს, რომ დაბრკოლებებს ვერც კი ამჩნევ. მათ, უბრალოდ, გვერდს უვლი და წინსვლას აგრძელებ. სწორედ ეს მომცა ტრენინგებმა და გამოცდილებამ.

როგორც გითხარით, მე ერთ პატარა ოთახში დავიწყე, დღეს კი უამრავი მიმართულება გვაქვს; ჩვენ ზურგს უკან დგას ათასობით კლიენტი, რომელმაც ჯანმრთელობა აღიდგინა; ძალიან ბევრი კომპანია, რომელმაც გაყიდვები გაზარდა; ათობით ადამიანი, რომელმაც ქოუჩის პროფესია შეიძინა და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ჩვენ იმ ქოუჩებისთვის გვიხდის მადლობა, რომლებიც ჩვენმა ტრენინგ ცენტრმა გაზარდა და რომლებიც მათ დაეხმარნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მიზანი შესრულებულია და იქით მივდივართ, საითაც უნდა მივდიოდეთ.

-რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს სამომავლო გეგმებზე და აპირებთ თუ არა რაიმე სიახლის შეთავაზებას საზოგადოებისთვის?

-გვაქვს დაგეგმილი, შემოვიტანოთ ახალი სასწავლო პროგრამები ფსიქოლოგიისა და პრაქტიკული ფსიქოლოგიის მიმართულებით; გვსურს, ორგანიზება გავუწიოთ სერიოზულ, საერთაშორისო მნიშვნელობის ტრენინგებს; აგრეთვე, გვინდა, პრაქტიკული ფსიქოლოგია გარკვეულ  სასწავლო პროგრამად ჩამოვაყალიბოთ და დავნერგოთ საგანმანათლებლო სისტემაში ან შევთავაზოთ უნივერსიტეტებს. ასევე, გვინდა, გავხსნათ ახალი ფილიალები და უფრო მეტი ადამიანის მომსახურება შევძლოთ. მოკლედ, უამრავი მიზანი გვაქს, რომელიც, რა თქმა უნდა, საქართველოს უკავშირდება.


რას აძლევს ტრენინგ ცენტრი ადამიანებს

 

-ამ ტრენინგმა მომცა მეტი თვითდაჯერებულობა, შევქმენი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ჩემი ოცნებები მიზნებად ვაქციე. ვისწავლე ყველაზე მნიშვნელოვანი , რომ განწყობა, სიტყვა და საკუთარი თავის რწმენა ყველაფერს შეგაძლებინებს.

-ონლაინ რეჟიმში (რომელიც ჩემთვის, ძალიან კომფორტულია, რადგან ვცხოვრობ ზუგდიდში) გავიარე, პირველი-მეორე გამაჯანსაღებელი ერთად. ჩემი მიზნები – ტრენინგის დაწყებამდე – სასაცილოა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იყო არაფერი, – მაინც დავესწრები ამ ტრენინგს, ეს იყო მოტივი. თუმცა, მუშაობის პერიოდში, გავედი საოცარ შედეგებზე, ეს ყველაფერი ჩემდაუნებურად ხდებოდა, მე კი ამ შედეგებს სახელი დავარქვი, და მას ქვია – საკუთარი თავის ფლობა – სხეულის, ემოციის და შეგრძნებების დონეზე. საკუთარი თავი შევიყვარე, გავაცნობიერე, რომ ვიცვლები მე და იცვლება ჩემს გარშემო მოვლენები. ვნახე, თუ რა შედეგი მოაქვს პოზიტიურ აზროვნებას. დავისახე და შევიყვარე ჩემი მიზნები. და რაც მთავარია, გავაცნობიერე, რომ საკუთარ თავთან მუშაობა მუდმივი და სასიამოვნო პროცესია, ბედნიერებას კი, ცოტა გარჯა სჭირდება.

-ტრენინგი საოცარი იყო. იმან, რაც რეალურად მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სულ მეეჭვეობდა, როგორ შეიძლებოდა, რამდენიმე დღეში ამდენ კითხვაზე ერთიანად მიმეღო პასუხი, მაგრამ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. პირველივე დღეს, როცა სახლში მოვედი, დედაჩემს გადავეხვიე. ეს, ჩემი მხრიდან, სრულიად გულწრფელი ქმედება იყო. უკვე გააზრებულად ვიცოდი. რა და რატომ… რადგან ამომწურავად მივიღე პასუხი ყველა ჩემს კითხვაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები