რა უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინაციის პროცესში და როგორია ამერიკული გამოცდილება – აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის რჩევები

პროგნოზები და მოლოდინები, რა უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინაციის პროცესში და როგორია ამერიკული გამოცდილება – ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმი დღევანდელ კოვიდ სიტუაციაზე საუბრობს და ვიდეობლოგის მაყურებელს საინტერესო რჩევებს აძლევს.

ქეთევან შავლიაშვიალს სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ოჯახთან ერთად, პორტუგალიაში გადავიდა საცხოვრებლად. წლების მანძილზე, მუშაობდა პორტუგალიის წამყვან სამედიცინო კლინიკებში. 2007 წელს, ლისაბონში გახსნა საკუთარი, პრევენციულ მედიცინაზე ორიენტირებული კლინიკა, ასევე მუშაობდა ლისაბონის ნატუროლოგიის ინსტიტუტის კათედრის პროფესორად. აქვს მაგისტრის ხარისხი ჯანდაცვის მენეჯმენტსა და ეკონომიკაში ლისაბონის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის -,,უნივერსიდად აუტონომას” ბიზნეს სკოლისგან (Executive MBA in Health Economics and  Management). 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მუშაობს სამედიცინო კლინიკებში მენეჯერულ და კლინიკურ თანამდებობებზე, პარალელურად სწავლობს დოქტორატურაზე ინტეგრაციული მედიცინის განხრით და ემზადება აშშ-ს ექიმის ლიცენზიის მისაღებად.

ქეთევან შავლიაშვილი სერტიფიცირებულია კოვიდ 19 მართვაში ჯონ ჰონკინსის, ჰარვარდის, სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ. პანდემიის დასაწყისიდანვე ჩართული იყო ამერიკის კრიზის ცენტრის მუშაობაში. ცენტრის სამედიცინო ჯგუფთან ერთად, უამრავ ქართველ ემიგრანტს დაეხმარა და დღემდე ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს როგორც ექიმი-კონსულტანტი მათ  დახმარებას.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები