მიშო ჟღენტი კარიერას Microsoft-ის პრაღის ოფისში განაგრძობს
თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, მიშო ჟღენტი კარიერას Microsoft-ის პრაღის ოფისში განაგრძობს.
„ის Skype-ის გუნდში Software Engineer-ის პოზიციაზე იმუშავებს.
პარალელურად, მიშო პროგრამირების მეთოდოლოგიასა და პროგრამირების აბსტრაქციაში სემინარებს ატარებს თავისუფალ უნივერსიტეტში.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.