კონკურსი – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა 2021″ გამოცხადდა

2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში აცხადებს დიასპორული პროექტების შესარჩევ კონკურსს.

მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამის მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, ასევე, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა.

საგრანტო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

პროგრამაში გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამას საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი 1 წლის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს ინდივიდუალურად ან საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქესთან ერთად.

საგრანტო განაცხადების მიღება განხორციელდება 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: grantebi@mfa.gov.ge

„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროგრამა – დანართები.

  1. პროგრამის აღწერილობა;
  2. განაცხადის ფორმა;
  3. ხარჯთაღრიცხვის ფორმა.

საგრანტო პროექტის საკონტაქტო პირებია: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს მრჩეველი, ეკატერინი კუპატაძიდუ: მობ.: +995 551 080 060 / დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი: +995 595 96 40 00.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები