შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონატის 2 ვერცხლის მედლის მფლობელია

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ, წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ ატაცში 131/135 დაძლია და საქართველოს ძალოსანთა გუნდისთვის 2021 წლის პირველი მედალი მოიპოვა.

ძალოსანმა აკვრაში 155 დაძლია და მე-5 ადგილზე გავიდა, თუმცა ორჭიდის ჯამში 290 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა და საქართველოს ნაკრებს უკვე ორი ვერცხლის მედალი აქვს.

ფიცარნაგზე 61 კგ. კატეგორიაში რამინ შამილიშვილიც გამოვიდა, ძალოსანმა ატაცში 124 კილოგრამს გაართვა თავი და მე-8 ადგილზე გავიდა. შამილიშვილი აკვრაში დაძლეული 147/155 კილოგრამით  მე-7, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 279კილოგრამით  მე – 8  ადგილზე გავიდა.

ჩემპიონი ბულგარელი სტილიან გროზდევი გახდა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 296 ქულას დააგროვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები