სალომე ჯაშის “მოთვინიერება” The New Directors/New Films-ისთვის შერჩეულ ფილმებს შორის არის

ნიუ – იორკი კინოფესტივალ The New Directors/New Films-ის 50-ე, საიუბილეო გამოშვებას უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორები თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMA) და ლინკოლნის ცენტრის კინოსაზოგადოება არიან.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, საიუბილეო გამოშვების ფარგლებში შერჩეულ ფილმებს შორის სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი “მოთვინიერება” არის.

კინოჩვენებები ონლაინ ფორმატში ჩატარდება 28 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით.

რამდენიმე დღის წინ “მოთვინიერება” დაჯილდოვდა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯიდლთი უკრაინაში ადამიანის უფლებების საერთაშორისო კინოფესტივალზე და მექსიკაში, კინოფესტივალზე Festival Internacional de Cine UNAM.

ფილმი ასევე აჩვენეს კანადაში, დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე Hot Docs Canadian International Documentary Festival.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები