“ატელიე პირველი” – ადგილი, სადაც ხარისხი ფასზე მაღალია
ერთ ევროპულ ქალაქზე არსებული ფრაზა, რომ ის არა ქალაქი, არამედ ცხოვრების წესია, თავისუფლად მიესადაგება ჩვენ საუკუნესაც. 21-ე საუკუნე დროზე მეტად მართლაც რომ ცხოვრების წესად ჩამოყალიბდა და მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ ზედმეტად დატვირთული ადამიანების ეპოქა, რომლებსაც დრო, ფაქტობრივად, არაფრისთვის ყოფნით, მათ შორის ბევრი ქალისა და არა მარტო ქალის საყვარელი საქმიანობის – შოპინგისთვისაც კი. შესაბამისად, ონლაინმაღაზიები და მიწოდების სერვისი არა თუ კომფორტად, არამედ ყოფითი გარემოს აუცილებელ ელემენტად იქცა. თუმცა, თქვენი ონლაინშოპინგი რომ კომფორტული, უსაფრთხო და სასიამოვნო იყოს, ზუსტად უნდა იცოდეთ, ვის ანდობთ თქვენი საყვარელი საქმიანობის თქვენ ნაცვლად შესრულებას.
დღეს “ატელიე პირველს” გაგაცნობთ – ორი ქალის მიერ 2 საკერავი მანქანიდან დაწყებულ საქმიანობას, რომელიც მალევე წარმატებულ ბიზნესად იქცა და თქვა საკუთარი, მნიშვნელოვანი სიტყვა ონლიანგაყიდვების სფეროში და რაც ყველაზე მთავარია, აწია მომსახურების ხარისხის თამასა და არა ფასები.
“ქართული კვირა” “ატელიე პირველის” ერთ-ერთ დამფუძნებელს – ანა შაიშმელაშვილს ესაუბრა.
“ატელიე პირველის” ამბავი 2017 წელს 2 დანადგარითა და 5 თანამშრომლით დაიწყო. ჩემს პარტნიორ მანოლა ჩოფლიანთან ერთად, სამოყვარულო დონეზე წამოვიწყე საქმიანობა და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ დროთა განმავლობაში ასეთი მასშტაბური გახდებოდა. იმ დროს ბაზარზე ფაქტობრივად არ იყო შესაძლებლობა, ბიუჯეტურ ფასად ხარისხიანი სამოსი შეგეძინა, ჩვენ სწორედ ეს ნიშა დავიკავეთ და ძალიან დაბალი მარჟით დავიწყეთ საქმიანობა, რაც დღემდე არ შეცვლილა.”
წარმოებული ტანისამოსისა და მომსახურების მაღალმა ხარისხმა, რომელსაც, ბევრის გასაკვირად, დაბალი ფასი აღმოაჩნდა, “ატელიე პირველს” დიდი წარმატება მოუტანა და 5 თანამშრომლით დაწყებული საქმიანობა წარმატებულ ბიზნესად აქცია, რომელიც ამ ეტაპზე 35 ადამიანს ასაქმებს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 4 პირსაც. ატელიეს გუნდი მათი ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა. ადამიანები, რომლებიც ტანისამოსს ქმნიან, პერიოდულად გადიან გადამზადებას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი სამოსი სრულად მოდის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან.
“ჩვენთვის ძალიან მნშვნელოვანია, გუნდი, რომელიც პროდუქციას ქმნის, იყოს მაღალკვალიფიციური. პანდემიამდე ჩვენმა გუნდა გადამზადება იტალიასა და თურქეთში გაიარა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ნაჭრები, რომლითაც სამოსი იქმნება. აქაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარისხი კვლავაც ჩვენი პრიორიტეტია.”
“ატელიე პირველში” ქალისა მამაკაცის ტანისამოსი იკერება. აქ სტილი – მრავალფეროვანი, ხარისხი – მაღალი არჩევანი კი თავისუფალია. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, შეარჩიოს მისთვის სასურველი სამოსი უკვე მზა კოლექციიდან ან ინდივიდუალური სურვილის მიხედვით შეიკეროს იგი. შეძენის პროცესი რომ უფრო სასიამოვნო ყოფილიყო, ატელიე “პირველმა” გასულ წელს ონლაინგაყიდვებს ვებ-გვერდიც შექმნა:
“თავდაპირველად ვერ წარმოვიდგენდით, რომ მომხმარებლების დაინტერესება ასეთი მაღალი იქნებოდა, თუმცა, დროთა განმავლობაში აღმოვჩნდით მოცემულობის წინაშე, რომ ფიზიკურად არ გვყოფნიდა რესურსი, სოციალურ ქსელებსა და ტელეფონზე ყველა მსურველისთვის გვეპასუხა, მიგვეღო მათგან შეკვეთა და გაგვეწია მონიტორინგი მიწოდებისათვის. სწორედ ამიტომ 2020 წელს ავამუშავეთ ვებ-გვერდი, რომლის დახმარებითაც მომხარებელს უშუალო კომუნიკაციის გარეშე შეუძლია სამოსის გამოწერა. თუმცა, რასაკვირველია, ჩვენი გუნდი მუდმივად მზადაა, ესაუბროს მომხმარებლებს და გაუწიოს მათ დახმარება.”
სამოსის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ, სურვილის შემთხვევაში კი ატელიე ნივთებს საქართველოს ფარგლებს გარეთაც გამოგიგზავნით. საიტზე განთავსებულ ყველა ნივთს თან ერთვის დამზადებისა და მიწოდების სავარაუდო დრო, რაც საშუალებას გაძლევთ, შენაძენი თქვენს გრაფიკს მოარგოთ.
საიტზე თქვენს ყურადღებას მუდმივად განახლებადი ფასდაკლებებიც მიიქცევს, “ატელიე პირველს” თითქმის ყოველდღიურად აქვს შეთავაზება საკუთარი მომხმარებლებისთვის, რომელთა რიცხვი ათეულ ათასობითაა. კომპანია მომავალშიც ბევრ სიურპრიზს ჰპირდება მათ, ვინც გადაწყვიტა მოირგოს ატელიე პირველი.
“#მოირგე” კომპანიის სლოგანია. კითხვაზე ვინ უნდა მოირგოს მათი სამოსი, ანას ამგვარი პასუხი აქვს: “პირველ რიგში, მან, ვისთვისაც ხარისხი პრიორიტეტია და ვინც ზუსტად იცის საკუთარი პარამეტრები. ჩვენი პროდუქცია იმდენად მარავალფეროვანია, რომ მომხმარებლებს სხვა “კრიტერიუმების დაკმაყოფილება” არ უწევთ – პირიქით, ჩვენ ვერგებით მათ სტილს, იქნება ეს კლასიკური თუ სპორტული, ყოველდღიური თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ატელიე პირველი მზადაა, დახვდეს ზუსტად ისეთ მრავალფეროვან მომხმარებელს, როგორიც თავადაა.”
მიუხედავად პანდემიური პერიოდისა, რომელიც ბევრი საქმიანობისთვის დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდა, ატელიემ მოახერხა, სრულად შეენარჩუნებინა დასაქმებულთა გუნდი – აიღო საკუთარი წილი სოციალური პასუხისმგებლობა და მაშინაც კი, როცა საქმიანობის გაგრძელებას ვერ ახერხებდა, იზრუნა თანამშრომელთა ფინანსურ უზრუნველყოფაზეც. ბუნებრივია, კრიზისული პერიოდი გაყიდვებზეც აისახა, თუმცა, სწორი მართვის შედეგად, ყველა გამოწვევას გაუძლო და კვლავ წამატებით აგრძელებს საქმეს, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი იქნება.
“ატელიე პირველის” გეგმებში საზღვარგარეთის ბაზრებზე გასვლა შედის – ლამაზი, ხარისხიანი და იაფი – სწორედ ამ სიტყვებით შეიძლება დახასიათდეს ის ნაწარმი, რომელსაც მომავალში ევროპული ბაზრის მომხმარებლებსაც გაუაზიარებენ. რასაკვირველია, სიახლე ქართული ბაზრისთვისაც აქვთ – კომპანია გეგმავს საკუთარი, უნიკალური ქსოვილის შექმნას, რომელიც მოგცემთ საშუალებას, იყოთ კიდევ უფრო განსხვავებული და გამორჩეული.
თუკი თქვენ გსურთ, იშოპინგოთ კომფორტულად, უსაფრთხოდ, დარწმუნებული იყოთ მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხში და გამოიყურებოდეთ ლამაზად ისე, რომ ამისათვის მინიმალური ხარჯები გაიღოთ, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით – უბრალოდ #მოირგეთატელიეპირველი.
ავტორი: თამუნა ზარანდია