როგორ გახდა ემიგრანტი ჟურნალისტი პარიზული შატოს შეფ-მზარეული და პარიზის მუზეუმსა და საკუთარ ბინაში მებაღე-დეკორატორი

ლელა ლაშხი პროფესიით ჟურნალისტი და დრამის რეჟისორია. ემიგრაციამდე აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. დღეს საფრანგეთში, პარიზში ცხოვრობს.

მისი ფრანგული ცხოვრება თავგადასავლებით და საინტერესო გამოცდილებებით დატვირთული აღმოჩნდა. შეძლო გაეგრძელებინა პროფესიული საქმიანობა (პარიზის ჟურნალისტთა სახლის წევრია), ამავდროულად გამხდარიყო წიგნების ავტორი, შეესწავლა მებაღეობა და ჯერ პარიზში რენესანსის ნაციონალურ მუზეუმში, შემდეგ კი საკუთარ ბინაში აეყვავებინა ბაღი და პარალელურად ერთ-ერთ პარიზულ შატოში შეფ-მზარეულიც გამხდარიყო. მისი მომზადებული კერძები საავტოროა და დახვეწილ და მომთხოვნ ფრანგ კლიენტებშიც კი, დიდ აღტაცებას იწვევს. სოციალურ ქსელში აქვს კულინარიული ბლოგიც, სადაც თაყვანისმცმელებს ახალ-ახალი რეცეპტებით ანებივრებს.

2015 წელს, საქართველოში მისი პირველი რომანი გამოიცა, რასაც მალევე მოჰყვა მეორე და მესამე წიგნი. მალე საქართველოში მისი ახალი რომანი დაიბეჭდება. ნახეთ ინტერვიუ ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკაში ,,ემიგრანტული ამბები“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები