ახალი რეგულაციები აშშ-ს მიმართულებით გამგზავრების მსურველთათვის

Qatar Airways – ი თავის მგზავრებს აშშ-ს მიმართულებით რეგულაციების ცვლილებაზე ინფორმაციას აწვდის.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, პირველი აპრილიდან, ნიუ-იორკში გამგზავრების მსურველებმა აეროპორტში რეგისტრაციისას უნდა წარადგინონ QR კოდი, რომელსაც ნიუ-იორკის შტატის მიერ გაცემული ჯანმრთელობის აპლიკაციის შევსებისას მიიღებს.

მითითებული ფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე – traveler.health.ny.gov

შეგახსენებთ, რომ Qatar Airways- ი  საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა. ის ფრენებს დოჰა – თბილისი – დოჰას მიმართულებით ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები