„მოთვინიერებას“ მექსიკის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი ჯილდო გადაეცა

სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს „მოთვინიერება“ მექსიკაში საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი ჯილდო გადაეცა, ნათქვამია FICUNAM – ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფილმმა „საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში ჯილდო მიიღო, ასევე მაყურებელთა სიმპათიის პრიზიც დაიმსახურა.

ფილმის გუნდმა სამადლობელო პოსტი გამოაქვეყნა ფილმის  ფეისბუქ გვერდზე.და აღნიშნა, რომ ეს ფილმის პირველი დიდი ჯილდოა.

„ჩვენთვის დიდი პატივი და სიხარულია, მადლობას ვუხდით ჟიურის გადაწყვეტილებისთვის. ვულოცავთ მთელ გუნდს!“

FICUNAM International Cinema Festival – ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალია.

„მოთვინიერება“ შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის მსოფლიო პრემიერა Sundance-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2021 წლის იანვარში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები