“მიტოვებული სოფელი” ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგება

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი “მიტოვებული სოფელი” ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგება.

ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია 95 ქვეყნიდან წარმოდგენილ, 3000-მდე ნამუშევარს შორის შეირჩა.

“მიტოვებული სოფელი” შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ს და კინოცენტრი “ქართული ფილმი – აფხაზეთ” ბაზაზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

ანსის საერთაშორისო კინოფესტივალი ანიმაციური ფილმების ერთ – ერთი ყველაზე დიდი ფესტივალია, რომელიც 1960 წელს დაარსდა. წელს იგი 14 – 19 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები