მეგი ქამაშიძე ,,ერაზმუს +”- ის პროგრამის ფარგლებში სწავლას საფრანგეთში განაგრძობს

მეგი ქამაშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია, რომელიც ,,ერაზმუს +” – ის პროგრამის ფარგლებში, სწავლას საფრანგეთში განაგრძობს.

ლიონში – Université lumière lyon 2 – მეგი ინგლისურ ენასა და ლიტერატურას, ასევე ფრანგულ ენას  ეუფლება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ფრანგული განათლების სისტემა ბევრად მეტ თავისუფლებას აძლევს სტუდენტებს, შენზეა დამოკიდებული იაქტიურებ თუ არა სემინარზე ან ლექციაზე,  ყოველკვირეულად არ იწერება ნიშნები და ფასდები მხოლოდ შუალედური/ფინალური გამოცდით. ლექტორები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მოგცენ სწავლის პროცესში და არ მოგახვიონ მათი სუბიექტური აზრები თავს, პატივს სცემენ შენს შეხედულებებს.

ლიონის უნივერსიტეტმა მინიმუმამდე შეამცირა ის დისკომფორტი, რაც შეიძლება ონლაინ სწავლებას მოჰყოლოდა. ძალიან მოწესრიგებული, უხარვეზო ონლაინ პლატფორმა აქვთ. გამოცდის დასაწერად რამდენიმე დღე მოგვცეს, რაც ნაკლებად სტრესული აღმოჩნდა. ვფიქრობ, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც გაამართლებდა მსგავსი მიდგომა.“ – განაცხადა მეგი ქამაშიძემ  ბსუ – ს  ბლოგში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები