ზაფხულში თბილისსა და ანტალიას პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines 1 ივნისიდან ანტალიიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს განახორციელებს.
თავდაპირველად ფრენები კვირაში ერთხელ შესრულდება, შემდეგ კი რეისების რაოდენობა კვირაში ოთხამდე გაიზრდება.
საქართველომ საერთაშორისო გახსნა 2021 წლის 1 თებერვალს ავიამიმოსვლა და ავიაგადამზიდავები თანდათან უბრუნდებიან ქართულ ბაზარს.