ინგლისში საყოველთაო შეზღუდვების გამარტივება გრძელდება
ინგლისში საყოველთაო შეზღუდვების, ე.წ. „ლოქდაუნის” გამარტივება გრძელდება, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერ მომზადებული გზამკვლევის შესაბამისად ხორციელდება, კერძოდ:
29 მარტიდან:
– 2 ოჯახს ან მაქსიმუმ 6 პირს შეეძლებათ გარეთ შეხვედრა (კერძო ბაღების ჩათვლით);
– გაიხსნება ღია სივრცის სპორტული მოედნები (მაგ.: ჩოგბურთის ან კალათბურთის კორტები) და ღია საცურაო აუზები;
– პირებს შეეძლებათ ჩაერთონ ფორმალურად ორგანიზებულ ღია სივრცის სპორტულ ღონისძიებებში;
– დასრულდება „დარჩი სახლში“ წესი, თუმცა რიგი შეზღუდვები შენარჩუნდება. ძალაში დარჩება აკრძალვა საერთაშორისო მიმოსვლაზე.
”ლოქდაუნიდან“ გამოსვლის ზემოაღწერილი პროცესი განხორციელდება მთელი ინგლისის მასშტაბით ერთდროულად. შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია თავიანთ გზამკვლევებს დამოუკიდებლად წარადგენენ.