30 მარტს პირველი ეროვნული ჩემპიონატის, პირველი შეხვედრა გაიმართა

31 წლის წინ, დინამო არენაზე, საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის, პირველი შეხვედრა გაიმართა.

დინამო თბილისმა ფოთის კოლხეთი 1913- ს უმასპინძლა და ისტორიული მატჩი სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში გელა კეტაშვილმა გაიტანა.

გუნდების შემადგენლობა კი ასეთი გახლდათ:

დინამო: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ცაავა (ჯიშკარიანი), რევიშვილი (ჩიქოვანი), გურული, კაჭარავა – მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი.

კოლხეთი 1913: გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია (თიბილაშვილი), მახარაძე (ინიაშევი), ჯუღელი, თვარაძე, ავრამიდისი (ბაჯელაძე) – მთავარი მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე

მსაჯი: ვ. მიმინოშვილი

თამაშს 80 000 გულშემატკივარი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები