2021 წლის მთავარი პროექტები და ინიციატივები – როგორია დიასპორასთან კავშირში საგარეო საქმეთა სამინისტროს გეგმები
როგორია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები დიასპორის კუთხით დღეს, უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დახმარებისა და ასევე დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერების ხელშეწყობისთვის რა პროექტები და აქტივობები გაგრძელდება და რა ცვლილებებია მოსალოდნელი – გაიგეთ სახელმწიფოს გეგმები უახლოესი 1 წლის მანძილზე.
ვიდეობლოგში ,,მედიატორი” სტუმრად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდია.
,,მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ქვეყნის მნიშვნელოვან პროცესებში დიასპორის მაქსიმალური ჩართულობაა. ამ მიზნით, გარკვეულ პროექტებსა და აქტივობებს, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და წარმატებით გრძელდება. პანდემიის პირობებშიც კი, შეუფერხებლად მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა ყველა მიმართულებით. დღეს მთელი მსოფლოს მასშტაბით, დაახლოებით 300-მდე ქართული დიასპორული ორგანიზაცია არსებობს, 100-ზე მეტი საკვირაო სკოლა და ქართული ენის შემსწავლელი კურსები, ასევე რამდენიმე ქვეყანაში საჯარო სკოლებში ქართული ენის სექციებიც გვაქვს. სახელმწიფო თავის დროზე დაეხმარა, მათ საქმიანობას ორგანიზებული სახე მისცემოდა. მაქსიმალურად ვცდილობთ, ადგილზე შევუქნათ სათანადო პირობები და არცერთი მიმართულება არ დარჩეს უყურადღებოდ.
ახალ კონსტიტუციაში სპეციალური მუხლია შეტანილი (მე-5 მუხლი), რომლის შესაბამისად სახელმწიფო აცხადებს ზრუნვას უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე, მათ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ეს უკვე ნიშნავს დეკლალირების დონეზე სახელმწიფოსა და მთავრობის დამოკიდებულებას დიასპორის მიმართ, ასევე საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში 6 ძირითადი მიზნიდან ერთ-ერთი სწორედ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი დაცვაა,“- ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ ინტერვიუში ვლადიმერ კონსტანტინიდი.
ინტერვიუ ვრცლად ნახეთ ვიდეობლოგში.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"